საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტის მორიგი წარმატება
01 ივლისი 2017
თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ევრო-ატლანტიკური კონცენტრაციის მეოთხე კურსის სტუდენტმა, ელენე ჭიჭინაძემ გაიმარჯვა განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის მთავრობის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის კონკურსში „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“.
სტიპენდია ითვალისწინებს როგორ სასწავლო, ასევე საფრანგეთში ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.
ელენე სექტემბრიდან სწავლას გააგრძელებს ბორდოს პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Université de Bordeaux), შედარებითი პოლიტიკური ანალიზის სამაგისტრო პროგრამაზე.