საფრანგეთის ელჩი უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა
14 აპრილი 2016
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა შეხვედრა საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს პასკალ მენიესა და თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორს გურამ ჩიქოვანს შორის. შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები თავისუფალ უნივერსიტეტსა და საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებს შორის. ელჩის ინფორმაციით, საქართველოს ახლო მომავალში ეწვევა სორბონას უნივერსიტეტის დელეგაცია. გათვალისწინებულია მათი ვიზიტი თავისუფალ უნივერსიტეტშიც.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტების სტაჟირების, ერასმუსის პროგრამაში სტუდენტთა აქტიური ჩართულობის, სამეცნიერო გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების ჩატარების საკითხს.