GE

საგადასახადო სამართლის სიმპოზიუმი კამპუსში

19 ოქტომბერი 2014

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნულმა ცენტრმა 18-19 ოქტომბერს საგადასახადო სამართლის სიმპოზიუმს უმასპინძლა.

სიმპოზიუმის ფარგლებში საერთაშორისო და ქართული წამყვანი აუდიტური კომპანიების წარმომადგენლები და საგადასახადო სამართლის ექსპერტები განიხილავენ საგადასახადო სამართლის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს.

სიმპოზიუმის პირველ დღეს დამსწრეთა წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ Deloitte & Touche-ის, EY Georgia-ის, Dechert-ის და სხვა ფირმათა წარმომადგენლები.

აღნიშნული სიმპოზიუმი ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფარგლებში.