საგზური 2023 - სწავლის სრულად დაფინანსება სოციალურად დაუცველებისთვის
10 ივლისი 2019
კარგი და მნიშვნელოვანი ამბავი კამპუსიდან ახალ პროგრამაზე #საგზური2023
2023 წელს თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ცოდნის ფონდი სწავლას 4 წელი სრულად დაუფინანსებს.
სწავლის სრულად დასაფინანსებლად სტუდენტი:
- უნდა ჩაირიცხოს თავისუფალ უნივერსიტეტში ან აგრარულ უნივერსიტეტში 2023 წელს
- დაადასტუროს სოციალურად დაუცველის სტატუსი და ოჯახს ჰქონდეს მინიჭებული 120001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა
მიიღე შენი #საგზური2023.