GE

საინფორმაციო შეხვედრა "ადამიანი და სამართალი"-ს მონაწილეებთან

10 მარტი 2016

5 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა კონკურსის "ადამიანი და სამართალი"-ს მონაწილეებთან.

შეხვედრაზე აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია კონკურსის ფარგლებში განსახილველი საქმის და იმ დავალების შესახებ, რომელიც მათ პირველი ტურისთვის უნდა მოამზადონ. კონკურსის პირველი ეტაპი 12 მარტს გაიმართება, რა დროსაც მონაწილეები წარმოადგენენ ხუთწუთიან შესავალ სიტყვას, რომელიც შეჯიბრის საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის პოზიციას გამოხატავს. მეორე ტურში ისმონაწილეები გადავლენ, რომლებიც ზეპირი გამოსვლის, არგუმენტირების, მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის და მათთვის სამართლებრივი ნორმების სათანადოდ მისადაგების საუკეთესო უნარებს გამოავლენენ.

შერჩეული აბიტურიენტები გუნდებად გაერთიანდებიან და იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი, საფრანგეთი).

ფინალისტები და გამარჯვებული გუნდის წევრები ასევე მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის სასწავლო გრანტსა და სხვა წამახალისებელ ჯილდოებს.

კონკურსი განკუთვნილია სამართლითა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის.