GE

საინფორმაციო შეხვედრა ბიზნეს სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრის მონაწილე გუნდებთან

12 ოქტომბერი 2016

თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრის მონაწილე გუნდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დროს მონაწილეებმა განსახილველი კაზუსის ირგვლივ კითხვები დასვევს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.

სესიას ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის აკადემიური დირექტორი, დავით კაპანაძე უძღვებოდა.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი USAID-ის დაფინანსებული პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI - PROLoG) მხარდაჭერით ბიზნეს სამართალში იმიტირებულ სასამართლო შეჯიბრს აწყობს, რომელშიც საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების სამართლის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.