GE

საჯარო დისკუსია

16 ნოემბერი 2014

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტიევროკავშირის მიერ დაფინანსებული და Human Dynamics-ის მიერ განხორციელებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება. 

საჯარო დისკუსიების სერია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვან და აქტუალურ გადაწყვეტილებების ფართო პროფესიული განხილვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა. საჯარო დისკუსიაში მონაწილეობენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტები, კანონმდებლები, მკვლევარები და სტუდენტები. 

დისკუსია გაიმართება 25 ნოემბერს, 18:30 საათზე სასტუმრო თბილისი მერიოტში (მისამართი: რუსთაველის გამზირი 13).

დისკუსიის მონაწილეები: 

მოდერატორი - გიორგი მშვენიერაძეადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი;

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - თამარ კორძაია,საქართველოს პარლამენტის წევრი, იურისტი;

ექსპერტი - დავით ზედელაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი;

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე -კონსტანტინე ვარძელაშვილი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

გიორგი კვერენჩხილაძე, კონსტიტუციონალისტი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი;

ბესიკ ლოლაძე, კონსტიტუციონალისტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი.

დისკუსიაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. დისკუსიაში მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია. მონაწილეობის მსურველებმა 2014 წლის 23 ნოემბრის 17:00 საათამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 

საჯარო დისკუსიების სერიის მიზანია საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების გაცნობა და მათი პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა; აგრეთვე, კონსტიტუციური პრინციპებისა და ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლება.