GE

საჯარო დისკუსია "გამოხატვის თავისუფლების ზღვარი შარლი ებდოს მოვლენების შემდეგ"

25 თებერვალი 2015

2015 წლის 15 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 2391 მუხლი. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას შუღლის გაღვივების მიზნით მოწოდებისათვის. კერძოდ კი, დასჯადად ცხადდება წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებისაკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ასეთი რეგულირება საჭიროა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, რომელიც დაკავშირებულია ტერორისტულ, ექსტრემისტულ და სეპარატისტულ მისწრაფებებთან, აგრეთვე საზოგადოებაში შუღლის, მტრობის, სოციალური უთანხმოების ჩამოგდებასთან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებამდე საზოგადოებაში ფართო განხილვის საგანი არ გამხდარა. მართალია, აღნიშნული კანონპროექტი უშუალოდ ეხება გამოხატვის თავისუფლებას და მის ფარგლებს.

შარლი ებდოს მოვლენებმა და ინიცირებულმა კანონპროექტმა სტუდენტებს შორის გამოიწვია განსაკუთრებული დაინტერესება ინტერდისციპლინური დისკუსიის მოწყობის შესახებ.

სტუდენტებმა გამოხატეს ინტერესი შემდეგი საკითხების მიმართ:

- რამდენად საჭიროა მსგავსი რეგულირების არსებობა სისხლის სამართლის კოდექსში და მოდის თუ არა იგი შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებთან.

- რა სტანდარტები არის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოების პრაქტიკით გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში.

დისკუსია ჩატარდება 2015 წლის 27 თებერვალს, 18:30 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, აუდიტორია #113.

დისკუსიის მოდერატორი:

• გიორგი მშვენიერაძე – ასისტენტ-პროფესორი, თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორი;

დისკუსიის მომხსენებლები:

• თამარ ცხადაძე- ფილოსოფოსი, თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

• დავით ზედელაშვილი – თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

საჯარო დისკუსიაზე რეგისტრაცია