საჯარო დისკუსია - ისლამი და მისი კულტურული პარადიგმები
09 დეკემბერი 2015
3 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა საჯარო დისკუსია - ისლამი და მისი კულტურული პარადიგმები.
მომხსენებლები (თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები):
ნუცა ბათიაშვილი - ანთროპოლოგი;
თინათინ ქაროსანიძე - ახლოაღმოსავლეთის მკვლევარი;
თამთა ხალვაში - ანთროპოლოგი.
არის თუ არა ისლამური ჯიჰადი ტერორიზმის წყარო და შეიძლება თუ არა აიხსნას სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის კონფლიქტი "ცივილიზაციათა შეჯახების" იდეით? ამ საჯარო ლექციის ფარგლებში, მომხსენებლებმა სამუელ ჰანტიგნტონის ცნობილი თეორიული მიდგომები გააკრიტიკეს, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანების რელიგიური და კულტურული იდენტობები კონფლიქტის ძირითადი გამომწვევი მიზეზები არიან. ამ ფორმულირების საწინააღმდეგოდ, მომხსენებლებმა განიხილეს კულტურა, არა როგორც მკაცრად შემოსაზღვრული ერთობა, რომელსაც უცვლელი ღირებულებები გააჩნია, არამედ როგორც ცვალებადი და მრავალფეროვანი გამოვლინება. გლობალურ და ადგილობრივ კონტექსტებზე დაკვირვებით, მომხსენებლებმა წარმოაჩინეს ისლამსა და ქრისტიანობას შორის არსებული ისტორიული კავშირები, ასევე ურთიერთგაცვლისა და თანაცხოვრების თანამედროვე მაგალითები, რაც ჰანტინგტონის "ცივილიზაციათა შეჯახების" იდეას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.