საჯარო დისკუსია კამპუსში
16 მაისი 2014
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს იწვევს საჯარო დისკუსიაზე - „დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მიზანი - მისი სამართლებრივი და საზოგადოებრივი განზომილება“.
დისკუსიაზე განხილული იქნება საქართველოში დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებით მიღწეული შედეგები, არსებული ხარვეზები, გამოწვევები და საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“.
დისკუსია გაიმართება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსზე, აუდიტორია #200, 2014 წლის 22 მაისს 19:00საათზე.
დისკუსიის მომხსენებლები იქნებიან:
ბილ რიჩი - პროფესორი, ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (აშშ);
ბექა მინდიაშვილი - თეოლოგი;
თამთა მიქელაძე - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი;
ბაია პატარაია - კავშირ „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი;
დავით ზედელაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი.
დისკუსია ტარდება ბიზნეს სამართლის კვირეულის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორია თავისუფალი უნივერსიტეტის, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან პარტნიორობით.
ბიზნეს სამართლის კვირეული ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით.
დისკუსიაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, რის გამოც, მონაწილეობის მსურველებმა 2014 წლის 20 მაისის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.
დავით აღმაშენებლის ხეივანი #240, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი.