GE

საჯარო დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

28 ნოემბერი 2014

25 ნოემბერს გაიმართა დისკუსია თემაზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება". 

დისკუსია განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივითა და თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა” ფარგლებში . პროექტს ახოციელებს კომპანია Human Dynamics.

საჯარო დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები და სტუდენტები. 

25 ნოემბერს გამართული დისკუსია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საჯარო დისკუსიების სერიის ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვანი და აქტუალური გადაწყვეტილებების ფართო პროფესიული განხილვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა.