საჯარო დისკუსია „წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტების დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს სტანდარტები“
28 მაისი 2015
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნულ ინსტიტუტი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე „წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტების დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს სტანდარტები" საჯარო დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:
- წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს სტანდარტების და უფლებამოსილების შესახებ საერთაშორისო გამოცდილება;
- საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, საერთაშორისო/ადგილობრივი ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები მსგავს საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით;
- საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფლებამოსილება წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების წარმოების და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
დისკუსია გაიმართება 5 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ოთახი #415.
მისამართი: კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი
დავით აღმაშენებლის ხეივანი #240
დისკუსიის მონაწილეები
მოდერატორი - თამარ თომაშვილი, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი;
ბესარიონ ბოხაშვილი, ადამიანის უფლებათა ეროვნული ოფიცერი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში.
გიორგი ბურჯანაძე, ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორი, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო".
მონაწილეობის მსურველებმა 4 ივნისის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.