GE

საჯარო დისკუსია

11 ივნისი 2013

   

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სკოლამ შედარებითი საკონსტიტუციო სამართლის საჯარო დისკუსიების სერიის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, 10 ივნისს  დისკუსია გამართა. დისკუსიის მიზანი იყო საკონსტიტუციო სამართლით დაინტერესებული სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისათვის ოქსფორდის გამომცემლობის შედარებითი კონსტიტუციური სამართლის კრებულის აკადემიური ტექსტების გაცნობა და საქართველოს კონსტიტუციური სამართლის განვითარებისათვის მათი მნიშვნელობის ჩვენება.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ: ნათია ხანთაძე - თავისუფალი უნივერსიტეტი, მოდერატორი გიორგი მშვენიერაძე - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ვახუშტი მენაბდე - ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ეკა ლომთათიძე - თავისუფალი უნივერსიტეტი დავით ზედელაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტი.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.