საჯარო ლექცია: "ბრძოლა უზენაესი სასამართლოსთვის"
04 დეკემბერი 2019
5 დეკემბერს 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია: "ბრძოლა უზენაესი სასამართლოსთვის".
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის ფორმირების პროცესი, უშუალოდ შერჩევის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები და არსებული გამოწვევები.
ღონისძიების მომხსენებლები არიან:
გიორგი მშვენიერაძე – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე;
გიორგი ჩიტიძე – ღია საზოგადოების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი;
ნაზი ჯანეზაშვილი – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი;
მოდერატორი: დავით ზედელაშვილი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG), ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
დასწრება თავისუფალია.