GE

საჯარო ლექცია "გამოხატვის თავისუფლება საჯარო მორალის პირისპირ"

16 მაისი 2019

22 მაისს 16:30 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკა) ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია "გამოხატვის თავისუფლება საჯარო მორალის პირისპირ".

ლექციაზე განხილული იქნება "აი ისა"-ს საქმის შესახებ სასამართლო პრაქტიკა. მომხსენებლები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი მშვენიერაძე და არასამათავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" საქართველოს სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორი ედუარდ მარიკაშვილი.

ლექცია ტარდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID-PROLoG)" ხელშეწყობით.

დასწრება თავისუფალია.