GE

საჯარო ლექცია: "გამოხატვის თავისუფლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უახლეს პრაქტიკაში"

23 აპრილი 2019

25 აპრილს 16:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200), ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია: "გამოხატვის თავისუფლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უახლეს პრაქტიკაში".

ლექციის მომხსენებლები იქნებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი.

ღონისძიება ტარდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID-PROLoG)" ხელშეწყობით.

დასწრება თავისუფალია.

FB Event