საჯარო ლექცია იაპონიის საგარეო პოლიტიკის შესახებ
09 მარტი 2018
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში პროფესორ ტომოჰიკო ტანიგუჩის ლექცია ჩატარდა.
შეხვედრა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის იაპონური მიმართულების ორგანიზებითა და საქართველოში იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა.
პროფესორი ტანიგუჩი ამჟამად არის ტოკიოს კეიოს უნივერსიტეტის პროფესორი და იაპონიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს სპეციალური მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში. ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა იაპონურ ყოველკვირეულ გამოცემა ნიკკეი ბიზნესში. აქვს მდიდარი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით.