GE

საჯარო ლექცია "კატო მიქელაძე - ფემინიზმის უცნობი ისტორიები"

25 მარტი 2016

25 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა თამთა მელაშვილის საჯარო ლექცია - „კატო მიქელაძე - ფემინიზმის უცნობი ისტორიები". ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თამთა მელაშვილმა ლექციაზე მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტის და პუბლიცისიტის - კატო მიქელაძის შესახებ ისაუბრა. კატო მიქელაძე საქართველოში ქალთა ემანსიპაციისთვის იბრძოდა.

საჯარო ლექცია ჩატარდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ, პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" თანამშრომლობით.