GE

საჯარო ლექცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ

20 ოქტომბერი 2015

15 ოქტომბერს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია "ნაფიც მსაჯულთა სისტემა საქართველოში შედარებით სამართლებრივ პერსპექტივაში".

საჯარო ლექციის მომხსენებელი Wilfrid Laurier-ის უნივერსიტეტის (კანადა) კრიმინოლოგიის ასოცირებული პროფესორი ნიკოლაი კოვალევი იყო.

მან ისაუბრა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე შედარებით პერსპექტივაში, საქართველოში არსებულ მოდელზე და ასევე, იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ცვლილებებზე. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც წამოიჭრა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დადებით და უარყოფით მხარეებზე.

საჯარო ლექცია თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ იყო ორგანიზებული. მას ესწრებოდნენ სტუდენტები და პრაქტიკოსი იურისტები.