GE

საჯარო ლექცია - ქართველები წმინდა მიწაზე XI-XVI საუკუნეებში

08 მაისი 2017

ხუთშაბათს, 11 მაისს, 17:00 საათზე,  #113-ე აუდიტორიაში,  კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება პროფ. გოჩა ჯაფარიძის საჯარო ლექცია თემაზე "ქართველები წმინდა მიწაზე XI-XVI საუკუნეებში".

გოჩა ჯაფარიძე არის თვალსაჩინო მკვლევარი, ისტორიკოსი–არაბისტი, საქართველოს ყოფილი ელჩი არაბულ ქვეყნებში, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დაარსებიდან დიპლომატიურ კარიერამდე, მუშაობდა პრორექტორად აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში.
 
გოჩა ჯაფარიძე ბოლო ხანებში იკვლევს ქართველების მოღვაწეობას წმინდა მიწაზე. ლექციაზე მეცნიერი ისაუბრებს ქართულ ისტორიოგრაფიაში აქამდე უცნობ აღმოჩენებზე, არაბულ, აღმოსავლურ წყაროებზე, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს გარე სამყაროსთან ურთიერთობის შესწავლის თვალსაზრისით.