GE

საჯარო სემინარი: "კოლექტიური ტრავმა და ფსიქოთერაპია"

03 ნოემბერი 2024

თავისუფალი უნივერსიტეტის მეხსიერებისა და შფოთვის კვლევის ლაბორატორიამ დაიწყო შემოდგომის სემესტრის საჯარო სემინარების სერია სახელწოდებით: "შფოთვა და მენტალური ჯანმრთელობა პოლიტიკური კრიზისების დროს".

სემინარების სერიის მიზანია მენტალური ჯანმრთელობისა და პოლიტიკის თანაკვეთა სხვადასხვა დისციპლინურ ჭრილში, მათ შორის, ფსიქოლოგიური, ანთროპოლოგიური და ისტორიული პერსპექტივიდან, გაიაზროს.

სემინარების სერია გაიხსნა 7 ოქტომბერს დისკუსიით თემაზე: "კოლექტიური ტრავმა და ფსიქოთერაპია". პირველი სტუმარი იყო ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ელენე ჯაფარიძე. დისკუსიის მოდერატორი იყო პროფესორი ნუცა ბათიაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი და მეხსიერებისა და შფოთვის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

1Koleqtiuri Travma Da Fsiqoterapia 2Koleqtiuri Travma Da Fsiqoterapia 3Koleqtiuri Travma Da Fsiqoterapia 4.Koleqtiuri Travma Da Fsiqoterapia Koleqtiuri Travma Da Fsiqoterapia 5