GE

საჯარო სემინარი: „ქართველი და საბჭოელი“

02 ნოემბერი 2024

კახა ბენდუქიძის კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის მეხსიერებისა და შფოთვის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით ჩატარდა ქლერ კაიზერის საჯარო სემინარი: „ქართველი და საბჭოელი“.

სემინარზე განხილული იყო ავტორის ამავე სახელწოდების წიგნი, რომელშიც ასახულია საბჭოთა საქართველოს ისტორია მეორე მსოფლიო ომიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე.

საარქივო წყაროებზე დაყრდნობით, აღწერილია ამ პერიოდის საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენები (საქართველოს ისტორიის პირველი სახელმძღვანელოს დაწერის პროცესი, გასახლებები, 1956 წლის მარტი და 1978 წლის აპრილი). ამასთან ერთად, წიგნს შემოაქვს „ტიტულირებული ერის“ ცნება და გვიჩვენებს, თუ რა გავლენა მოახდინა გვიანი საბჭოთა კავშირის ნაციონალურმა და დემოგრაფიულმა პოლიტიკამ ქართველი და აფხაზი ხალხის თვითიდენტიფიკაციაზე. იმ პერიოდის გამოწვევებმა და უკმაყოფილებამ გავლენა მოახდინა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებზე და დღემდე უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის სამშვიდობო პერსპექტივაზე.

1Qartveli Da Sabwoeli 2Qartveli Da Sabwoeli 3Qartveli Da Sabwoeli 4Qartveli Da Sabwoeli 5Qartveli Da Sabwoeli