GE

საკონსტიტუციო სამართლის ზამთრის სკოლა - სასამართლოს დამოუკიდებლობა

21 იანვარი 2014

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან (კანზასი, აშშ) თანამშრომლობით და სასამართლო დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების გაძლიერების პროექტის (JILEP) მხარდაჭერით, გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საკონსტიტუციო სამართლის ზამთრის სკოლაში - "სასამართლოს დამოუკიდებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში: თეორია, გამოწვევები და პერსპექტივები" - 2014 წლის 20-25 თებერვალი, ბაზალეთი.

ზამთრის სკოლაში შედარებით პერსპექტივაში იქნება გაანალიზებული სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. პროგრამის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს სასამართლო რეფორმას, მის მიღწევებს, არსებულ გამოწვევებს და პერსპექტივებს. აღნიშნული საკითხები განხილული იქნება როგორც საერთაშორისო სტანდარტებისა და თეორიული პერსპექტივიდან, ასევე, პრაქტიკული თვალსაზრისით. სკოლის პრაქტიკულ პერსპექტივას გაამდიდრებენ სკოლაში მოწვეული ლექტორები, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩართულნი იყვნენ სასამართლო რეფორმის პროცესში.

ზამთრის სკოლაში ლექციებს წაიკითხავენ:

  •  უოშბორნის სამართლის სკოლის პროფესორი, ჯეფრი ჯექსონი
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინე ვარძელაშვილი
  •  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ქეთევან ერემაძე
  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, დავით ზედელაშვილი
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ლაშა კალანდაძე
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის წევრი, კახა წიქარიშვილი
  •  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე
  • ევროკავშირის პროექტის "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა" ანალიტიკოსი, ეკატერინე ლომთათიძე
  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, დავით სულაქველიძე
  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი, თამარ თომაშვილი

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.

სკოლაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა 2014 წლის 9 თებერვლის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: http://nccl.ge/ge/8?i=26

მონაწილეები შეირჩევიან წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გასაუბრების შედეგად.

მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფინანსური მხარდაჭერისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის თანადაფინანსების გათვალისწინებით, ყველა შერჩეული სტუდენტი მიიღებს 70%-იან სტიპენდიას, რის საფუძველზეც მონაწილეობის საფასური შეადგენს 150 ლარს.

მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით, საცხოვრებლით, კვებითა და ყველა საჭირო სასწავლო მასალით, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში.

საკონსტიტუციო სამართლის ზამთრის სკოლა ხორციელდება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ხელშეწყობით, რომელსაც საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: 599 373373, 220 0901
ელფოსტა: e.oniani@freeuni.edu.ge