GE

საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა დასრულდა

17 სექტემბერი 2018

13 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი საზაფხულო სკოლა "პროპორციულობის პრინციპი თანასწორობის უფლებისპრაქტიკაში".
დახურვის ცერემონიაზე სკოლის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ, რომელმაც მონაწილეებს მიულოცა სკოლის წარმატებით დასრულება და სტუდენტებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
სტუდენტებს ასევე მიმართეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ნათია ხანთაძემ და ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ქრეიგ მარტინმა. საზაფხულო სკოლა 4 დღეს გაგრძელდა და მასში მონაწილეობას იღებდა 5 უნივერსიტეტის 30 სტუდენტი.