სალომე პაჭკორია სწავლას აშშ-ში გააგრძელებს
20 ივლისი 2018
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული, სალომე პაჭკორია სწავლას აშშ-ში Middlebury Institute of International Studies-ში 2.5 წლიან სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.
უნივერსიტეტი კალიფორნიის შტატში ქალაქ მონტერეიშია განთავსებული. 2015 წელს Foreign Policy-ის რეიტინგის მიხედვით ინსტიტუტი 21-ე ადგილს იკავებს Top Master's Programs for Policy Career in International Relations-ში.
სასწავლო კურსი ორ პროგრამას აერთიანებს: "საერთაშორისო პოლიტიკისა და განვითარების და საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკური დიპლომატიის გაერთიანებული სამაგისტრო პროგრამა".
სალომეს სწავლის და ცხოვრების ხარჯებს აანაზღაურებს ამერიკიდან თავად უნივერსიტეტი, საქართველოდან კი განათლების საერთაშორისო ცენტრი.
ამას გარდა სალომეს კიდევ სამი მაღალრეიტინგული უნივერსიტეტისგან ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა მან საბოლოოდ მიდლბერი აარჩია.