GE

სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ვორქშოპი

06 ივნისი 2014

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი აწყობს სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ვორქშოპს, რომელსაც გაუძღვებიან უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული დეკანი აიდა ალაკა და პროფესორ ტონია კოვალსკი.

ვორქშოპი ჩატარდება ამა წლის 12-14 ივნისს, 10:00დან -14:00 საათამდე, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში.

აღნიშნული ლექციები განკუთვნილია სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტებისათვის, რომელთაც სურთ სამართლებრივი დოკუმენტების შედგენისა და მართლწერის უნარების გაუმჯობესება.

განსახილველი თემები:
12 ივნისი - Objective Legal Analysis and Memoranda
13 ივნისი - Persuasive Legal Argument and Briefs
14 ივნისი - Contract Drafting: Legal Writing Feedback Methods

სამუშაო ენა ინგლისური. ვორქშოპის დეტალური დღის წესრიგი იხილეთ აქ.

ვორქშოპზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და წარმოებს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე აღნიშნულ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციულ დირექტორს, ნინო ბალანჩივაძეს n.balanchivadze@freeuni.edu.ge

აღნიშნული ღონისძიება ტარდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) მხარდაჭერით.