სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში კვლევის პრეზენტაცია
14 დეკემბერი 2023
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში 6 დეკემბერს გამართა პრეზენტაცია კვლევაზე პოლიტიკური პარტიების როლი და მათი აკრძალვის სტანდარტები დემოკრატიულ საზოგადოებაში.
პრეზენტაციას უძღვებოდნენ კვლევის ავტორები გიორგი პაპუაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და გიორგი ბერაია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
კვლევაზე ასევე მუშაობდნენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები ანამარია თავართქილაძე, ლიკა თურმანაული, ნანუკა სიმონიშვილი, მარიამ ალასანია და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ვერონიკა გვარამაძე და მაგდა ჯიქური.
პრეზენტაციის მსვლელობისას მკვლევარებმა მიმოიხილეს პოლიტიკური პარტიების წარმოშობის ისტორია, ისაუბრეს საქართველოში პოლიტიკური პარტიების ფორმირებისა და განვითარების ეტაპებზე, პარტიების მნიშვნელობასა და მათ როლზე საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. განხილულ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტები პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან მიმართებაში.