GE

სამართლის სკოლის გუნდის კიდევ ერთი გამარჯვება

19 მაისი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა გაიმარჯვეს "ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის" (YCG) ორგანიზებით ჩატარებულ სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესებში "ნაფიცი მსაჯული“.

შეჯიბრში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტის, ილიას უნივერისტეტის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ.

ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თავისუფალი უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები.

გამარჯვებული გუნდის წევრები არიან მე-2 კურსის სტუდენტები თეიმურაზ სვანიძე, ზაზა ზაგურაშვილი, მარიამ ნოზაძე, ანა ჯიქია და ნანა მაისურაძე.

შეჯიბრის საუკეთესო პროკურორად ზაზა ზანგურაშვილი, საუკეთესო ადვოკატად კი-თეიმურაზ სვანიძე დასახელდნენ.