GE

სამართლის სკოლის გუნდის კიდევ ერთი წარმატება

18 ივლისი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა კიდევ ერთ იმიტირებული პროცესის შეჯიბრზე მიაღწიეს წარმატებას.

თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა ნინო ბენაშვილის, თამარ გოგიბერიძის და სოლომონ ბაღაშვილის შემადგენლობით, საუკეთესო ბრალდების მხარის ტიტული მოიპოვეს, ხოლო შეჯიბრის საუკეთესო მომხსენებლად ზაზა ზანგურაშვილი დასახელდა.

იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრი ოჯახში ძალადობის თემაზე ჩატარდა. ის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიება აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამისა და ევროკავშირის დახმარებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრთან (IRC), ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) და საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტთან (GIPA) პარტნიორობით გაიმართა.

ღონისძიების მიზანი იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო აკადემიური დებატის წახალისება საქართველოში და სტუდენტებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, სასამართლო პროცესებში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების განვითარება და სტუდენტების თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ტურნირის ფინალში საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტების სტუდენტებისგან შემდგარმა ათმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.