სამართლის სკოლის კურსდამთავრებული სწავლას ნიდერლანდებში გააგრძელებს
04 აგვისტო 2016
სამართლის სკოლის კურსდამთავრებულმა თეონა ფირანიშვილმა ლეიდენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდების სამეფო) სწავლის გაგრძელებისთვის სრული დაფინანსება მოიპოვა.
თეონა სექტემბრიდან საერთაშორისო საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის.
სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს ჰოლანდიის მთავრობა და თავად ლეიდენის უნივერსიტეტი დააფინანსებს.
თეონა ფირანიშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველი გამოშვებაა. ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობს.