GE

სამართლის სკოლის კურსდამთავრებულის მორიგი წარმატება

30 მაისი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული დავით კაკოიშვილი სწავლას შვედეთში, სტოკჰოლმის უნივერსიტეტში საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის სამაგისტრო პროგრამაზე (Master Programme (LL.M.) in International Commercial Arbitration Law) გააგრძელებს.
 
დავითმა სტოკჰოლმში სწავლის და ცხოვრების ხარჯების დასაფარად შვედეთის სახელმწიფო ორგანიზაციის - შვედური ინსტიტუტის (Svenska Institutet, SI) სრული სტიპენდია მოიპოვა.
 
დავით კაკოიშვილმა თავისუფალი უნივერსიტეტი 2014 წელს დაამთავრა. ამჟამად იგი მუშაობს იურიდიულ ფირმაში BGI Legal იურისტის პოზიციაზე. პარალელურად იგი თავისუფალ უნივერსიტეტში უძღვება ბიზნეს სამართლის კლინიკის კურსს.