სამართლის სკოლის პირველი ადგილი
25 თებერვალი 2020
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა თბილისის მე-9 Vis Pre-Moot-ში პირველი ადგილი დაიკავა. შეჯიბრში მონაწილეობდა 15 გუნდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. შეჯიბრის განმავლობაში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა შემდეგ გუნდებს: ჰამბურგის უნივერსიტეტი, ტურკუს უნივერსიტეტი, სტამბულის უნივერსიტეტი და ნიუ-ვიჟენის უნივერსიტეტი.
თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდის შემადგენლობაში არიან:
- ქეთევან რუხაძე
- გიორგი ცაგარეიშვილი
- თამარ სამუშია
- გიორგი კაკუშაძე
გუნდს ხელმძღვანელობენ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები დავით კვიტინი და გაგა მამუჩიშვილი.
გიორგი კაკუშაძე გახდა შეჯიბრის საუკეთესო სპიკერი.
თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი Willem C. Vis Moot-ის საერთაშორისო შეჯიბრზე გაემგზავრება, რომელიც 2-9 აპრილს ქალაქ ვენაში ტარდება.