GE

სამართლის სკოლის პირველი გამოშვება

03 დეკემბერი 2013

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველი კურსდამთავრებულების გამოშვების საღამო საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა. სამართლის სკოლის 17 კურსდამთავრებულს დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ. 

ღონისძიებას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვიც ესწრებოდნენ. 

კონსტანტინე კუბლაშვილმა კურსდამთავრებულებს წარმატება მიულოცა და კარიერულ გზაზე წარმატება უსურვა. 

იხილეთ ფოტოგალერეა