GE

სამართლის სკოლის სტუდენტები საუკეთესო მოსარჩელეები გახდნენ

16 დეკემბერი 2015

10-13 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სახელით გაიმართა ოლიმპიადა "ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის." ოლიმპიადას ხელმძღვანელობდა ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი და მოსამართლე გერმანიიდან.

კონკურსში მონაწილეობდნენ გუნდები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, მათ შორის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტები - მარიამ ორჟონია და ზაზა ზანგურაშვილი, რომლებიც იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრის ფინალისტები, ფონდის რჩეულები და საუკეთესო მოსარჩელეები გახდნენ.