GE

სამართლის სკოლის სტუდენტების გამარჯვება

18 სექტემბერი 2013

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტების გუნდმა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის მიერ ორგანიზებულ, მედიაციის პირველ ეროვნული კონკურსში გაიმარჯვა.

კონკურსის ფინალური ეტაპი 2013 წ 14 და 15 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) და მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) თანამშრომლობით 2013 წლის 14-15 სექტემბერს ჩატარდა.

კონკურსში თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლას წარმოადგენდნენ მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები: ნინო დუნდუა, ალექსანდრე ნანაძე და ლევან ქანთარია. აღსანიშნავია, რომ მედიაციის იმიტირებულ პროცესებს წინ უძღვოდა ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორის, ტაშა ვილისისა და პრაქტიკოსი მედიატორის, ქეთრინ ბარნეტის მიერ ჩატარებულისა სამდღიანი ტრენინგი.