GE

სამართლის სკოლის სტუდენტი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში გაემგზავრა

07 ოქტომბერი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი მარიამ მოსეშვილი ლუქსემბურგში, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში გაემგზავრა.

მარიამი სასამართლოში მოკლევადიან სტაჟირებას გაივლის. ეს შესაძლებლობა მას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრში წარმატებული მონაწილეობისთვის მიეცა.

შეჯიბრი თბილისში, 2015 წლის მაისში თავისუფალი უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ჩატარდა. მარიამი იმიტირებული პროცესების საუკეთესო მომხსენებლად დასახელდა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი 1994 წლიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და მასში მონაწილეობას თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები უკვე სამი წელია იღებენ.

2013 წელს შეჯიბრის საუკეთესო მომხსენებელი სამართლის სკოლის სტუდენტი თამარ ჯიქია გახდა და მანაც, მარიამის მსგავსად სტაჟირება ლუქსემბურგში გაიარა.