სამართლის სკოლის სტუდენტი საუკეთესო დელეგატი გახდა
17 მარტი 2016
სამართლის სკოლის სტუდენტმა ავთო კუჭავამ საუკეთესო დელეგატის ტიტული მოიპოვა!
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტის" ორგანიზებით თბილისში საგანმანათლებლო პროექტი "ევროპარლამენტის მოდელირება" გაიმართა.
ორი დღის განმავლობაში "ევროპარლამენტის მოდელირების" მონაწილეები მსჯელობდნენ სირიის, ლიბიის, ერაყის, პალესტინისა და ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ასევე კავკასიის რეგიონში საქართველოს როლის შესახებ.
პროექტის ფარგლებში სტუდენტები წარმოადგენდნენ დელეგატებს, რომლებიც მუშაობდნენ აღნიშნული პრობლემების გადაჭრის ეფექტურ გზებზე.
ავთო სექტემბერში "ევროპარლამენტის მოდელირების" საერთაშორისო რაუნდზე ორგანიზაციის დაფინანსებით გაემგზავრება!