GE

სამართლის სკოლის სტუდენტთა გამარჯვება

02 ივნისი 2014

2014 წლის 1 ივნისს, იუსტიციის სამინისტროში, ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის თემაზე ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი. პროექტი განხორციელდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან, სსიპ "იუსტიციის სასაწავლო ცენტრთან", სსიპ "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან", საქართველო სახალხო დამცველის აპარატთან, ააიპ "საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციასთან" და "სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

კონკურსის პირველი ეტაპის ფარგლებში, სხვადასხვა კერძო და საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 5-კაციანმა გუნდებმა მოამზადეს ბრალდებისა და დაცვის პოზიციების სამართლებრივი დასაბუთებები. წერითი პოზიციების წარდგენის შედეგად შეირჩა 8 გუნდი, რომლებმაც იმიტირებული სასამართლო პროცესის ზეპირ რაუნდში მიიღეს მონაწილეობა.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კავკასიის სამართლის სკოლისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლები. შეჯიბრის გამარჯვებული გახდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი.

გამარჯვებული გუნდი მოამზადეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ლექტორებმა: გირშელ ძებნიაურმა, დავით სულაქველიძემ და ქეთევან ჩომახაშვილმა.

გუნდის წევრები იყვნენ მე-3 კურსის სამართლის სკოლის სტუდენტები: სალომე ოსეფაშვილი, გიორგი კაციტაძე,  ნათია დიღმელაშვილი, ირაკლი პავლენიშვილი და ანა ჭაია. გუნდის ერთ-ერთი წევრი, ანა ჭაია დასახელდა 3 საუკეთესო მომხსენებელს შორის.

ჯილდოს სახით, გუნდის წევრებს გადაეცათ სერთიფიკატები და იურიდიული ლიტერატურა. ასევე, გუნდის ორი წევრი სტაჟირებას გაივლის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, სამი წევრი კი სსიპ "ადამანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში".