GE

სამართლის სწავლების მეთოდოლოგია

09 მაისი 2013

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი და უოშბორნის უნივერსიტეტის (კანზასი, აშშ) სამართლის სკოლა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის მხარდაჭერით 10-11 მაისს აწყობს ერთობლივ კონფერენციას სამართლის სწავლების მეთოდოლოგიაში.

კონფერენციაში მონაწილეობას ასამდე ადამიანი მიიღებს. მოხსენებით წარდგებიან როგორც უოშბორნისა და გონზაგას უნივერსიტეტების (აშშ) პროფესორები, ისე საქართველოს სხვადასხვა აკრედიტებული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები.

კონფერენციას წინ უძღოდა ერთწლიანი პროგრამა ქართველი სამართლის პროფესორებისათვის "სამართლის სწავლების მეთოდოლოგიაში", რომელიც უოშბორნის უნივერსიტეტსა და სამართლის სწავლისა და სწავლების ინსტიტუტთან (Institute for Law Teaching and Learning) თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

კონფერენცია 12:00 საათზეა გაიხსნება და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. 

კონფერენციის პროგრამა

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე