სამეცნიერო პოსტერების გამოფენა
01 აგვისტო 2024
თავისუფალი უნივერსიტეტის მეხსიერებისა და შფოთვის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით კახა ბენდუქიძის კამპუსის ფოიეში გაიმართა სამეცნიერო პოსტერების გამოფენა.
პოსტერები კულტურული და კოგნიტური ფსიქოლოგიის კურსის სტუდენტებმა მოამზადეს ჯგუფური კვლევების საფუძველზე.
პოსტერები ეფუძნებოდა სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ბაზების და სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავებას, ისევე როგორც ეთნოგრაფიულ და საარქივო მასალას და ეძღვნებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა:
- შფოთვითი აშლილობების გლობალური და კროსკულტურული "სიმპტომები"
- ეკო-შფოთები გლობალურ და ლოკალურ კონტექსტში
- საბჭოთა ფსიქიატრია და პოლიტიკა
- შფოთვა და თანამედროვე თერაპევტული პრაქტიკა საქართველოში




