სანდრო მალუძეს ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტი იწვევს
30 მარტი 2018
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტი სანდრო მალუძე ჩაირიცხა ამერიკის კიდევ ერთ მაღალი რეიტინგის მქონე, Texas A&M უნივერსიტეტში, სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამაზე.
სანდრო სწავლას სექტემბრიდან გააგრძელებს და ხარჯებს მთლიანად ამერიკული მხარე დაფარავს.
რამდენიმე კვირის წინ სანდრო ასევე მიიღეს University of Massachusetts Amherst-ის სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამაზეც, თუმცა სტუდენტმა არჩევანი Texas A&M-ზე გააკეთა.