სანდრო მაჭარაშვილი ბუცერიუსის სამართლის სკოლაში
27 ივლისი 2016
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული სანდრო მაჭარაშვილი სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას გერმანიაში, ბუცერიუსის სამართლის სკოლაში (Bucerius Law School) გააგრძელებს. გერმანიაში სწავლის 80% თავად ბუცერიუსის სამართლის სკოლა აფინანსებს, ხოლო სწავლისა და ცხოვრების ხარჯების დარჩენილი ნაწილი განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიით ანაზღაურდება.
სანდრო მაჭარაშვილმა თავისუფალი უნივერსიტეტი 2013 წელს დაამთავრა. ის სამართლის სკოლის პირველი გამოშვებაა. დღემდე სანდრო EY Georgia-ში იურისტის თანამდებობაზე მუშაობს.