GE

სანდრო რაქვიაშვილის საჯარო ლექცია

08 მაისი 2018

11 მაისს, 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და ”მომავალ დიპლომატთა კლუბის” აკადემიური პროექტის, ”გლობალური გამოწვევების ფორუმი 2018”-ს ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექცია-დისკუსია:  "სოციალიზმი და კაპიტალიზმი: არსებობს თუ არა ოქროს შუალედი?".

შეხვედრა შეეხება პოსტ საბჭოთა ქვეყნების ეკონომიკურ გამოწვევებს.

საჯარო ლექციას წაიკითხავს ალექსანდრე რაქვიაშვილი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლების დეკანი.

დასწრება თავისუფალია.