GE

საქართველო იმიტირებული სასამართლო პროცესების საერთაშორისო შეჯიბრს (CEEMC) მასპინძლობს

02 მაისი 2015

CEEMC წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ღონისძიებას
ევროპის მასშტაბით. მისი უმთავრესი მიზანი ევროპის კავშირის სამართლის სიღრმისეული სწავლა და პოპულარიზაციაა.

შეჯიბრი ყოველ წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ასეთი მასშტაბური სტუდენტური ღონისძიების მასპინძელი საქართველო არასდროს ყოფილა. საქართველოში შეჯიბრის თანაორგანიზატორი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტია.

CEEMC 1994 წლიდან ტარდება კემბრიჯის უნივერსიტეტის (ინგლისი) და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს (EU Court of Justice) ეგიდით და მას ორგანიზებას კემბრიჯის უნივერსიტეტის ბრიტანული სამართლის ცენტრი უწევს.

წელს შეჯიბრში ევროპის სახვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე სტუდენტი მონაწილეობს.

იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს სიმულაციას წარმოადგენს. სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტების გუნდები პრობლემატურ სამართლებრივ საკითხებზე პასუხებს მსოფლიოში ცნობილ იურისტებთან ერთად ეძებენ, რომლებიც იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მოსამართლეების როლში გამოდიან.

საქართველოში CEEMC-ის პარტნიორია საქართველოს უზენაესი სასამართლო და საქართველოს პარლამენტი, სადაც 2 და 3 მაისს იმიტირებული პროცესები გაიმართება.

შეჯიბრის გახსნის ცერემონიას კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა უმასპინძლა.

ორგანიზატორები:
- ბრიტანული სამართლის ცენტრი;
- თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.

შეჯიბრის დონორი ორგანიზაციები საქართველოში:
- ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი „ სისხლის სამართლის სისტემის

რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში", პროექტს ახორციელებს „Human Dynamics"

- გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
- გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
- ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
- საერთაშორისო იურიდიული კომპანია დეკერტი
- იურიდიული ფირმა LPA

შეჯიბრის პარტნიორი ორგანიზაციები:
- საქართველოს უზენაესი სასამართლო
- საქართველო პარლამენტი