GE

საქართველო ლანჭოუს საერთაშორისო კულტურულ ფესტივალზე

29 დეკემბერი 2015

28 დეკემბერს თბილისის თავისუფალიუნივერსიტეტის (აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი; ბიზნესის სკოლა) სტუდენტებმა ლანჭოუს საერთაშორისო კულტურულ ფესტივალზე საქართველო წარმოადგინეს. ფესტივალის სტუმრები გაეცნენ საქართველოს ისტორიას, კულტურას და ტრადიციებს, დააგემოვნეს ქართული კერძები, ათასობით უცხოელმა კი ქართულ ეროვნულ სამოსში გადაიღო სურათი. 

ფესტივალის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ დამსწრე საზოგადოება ქართული ცეკვითა და სიმღერით გააოცა.

ლანჭოუს საერთაშორისო კულტურული ფესტივალი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მას 10 000-ზე მეტი სტუმარი ესწრება.