GE

საქართველო-რუსეთის ურთიერთობები: მითი და რეალობა

11 დეკემბერი 2018

13 დეკემბერს 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსში (აუდიტორია #415), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და მომავალ დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით გაიმართება ლექცია-დისკუსია "საქართველო-რუსეთის ურთიერთობები: მითი და რეალობა".

აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა, საქართველოს ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობაში ჩამოყალიბებულია აზრი იმის შესახებ, რომ რუსეთი ოკუპანტია,ჯერ კიდევ არსებობს საკითხები, რომლებზეც ადამიანთა გარკვეულ ნაწილს საფუძვლიანი ცოდნა არ გააჩნია.

ლექციის მიზანია, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ და განიხილოს ეს საკითხი ისტორიული და სამართლებრივი კუთხით. აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია კომპეტენტური მომხსენებლებისგან და თავად ჩაერთოს დისკუსიაში.

მომხსენებლები: ანა კოსტავა, დავით დარჩიაშვილი, ერეკლე ასტახიშვილი 

დასწრება თავისუფალია.