GE

საქართველოს ადგილი გლობალურ რუკაზე

20 ნოემბერი 2013

22 ნოემბერს, 17:00 საათზე „თავისუფლების კლუბი" - (Club of Liberty) გიწვევთ საჯარო ლექციაზე, რომლის თემაა "გლობალიზაცია - საქართველოს ადგილი გლობალურ რუკაზე"

ლექციას წაიკითხავს საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე. 

შეხვედრა გაიმართება დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია № 200)

გიორგი ვაშაძის შესახებ: 

გიორგი ვაშაძე დაიბადა 07.08.1981 წელს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჰარვარდის ბიზნეს სკოლა. გიორგი ვაშაძე მუშაობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარის მოადგილედ; იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის, აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების აუდიტის განმახორციელებელი დროებითი კომისიის წევრი.
გიორგი ვაშაძე 03/2001 - 11/2003-ში იყო საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელეთა ასოციაციის თავმჯდომარე. 11/2003 - 01/2005-ში ინტერპოლის ეცბ ინსპექტორი; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტი. 01/2005 - 09/2005-ში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩუღურეთის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 09/2005 - 10/2006-ში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე. 03/2010 - 01/2012 საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე. 01/2012 - 08/2012 საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 10/2012 - საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.