GE

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა

07 ოქტომბერი 2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ცხადდება სასტიპენდიო პროგრამა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.

საბაკალავრო პროგრამები

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ერთწლიან დაფინანსებას თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის შემდეგი მიმართულების სტუდენტებისთვის:

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • კომპიუტერული მეცნიერება და მათემატიკა
  • ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია
  • შენობის სისტემების ინჟინერია
  • ფიზიკა
  • არქიტექტურა

შესარჩევი კონკურსი

სასტიპენდიო პროგრამაში ჩასართავად და დაფინანსების მისაღებად შესაბამისმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ წინასწარ გამოცხადებული შესარჩევი კონკურსი, რომლის ფარგლებშიც შეფასდება აპლიკანტების მოტივაცია, აკადემიური მოსწრება და პიროვნული შესაძლებლობები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზემოთ ხსენებული პროგრამების სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • არიან მეორე ან მესამე კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები 
  • აქვთ 2.75-ზე მაღალი GPA
  • სარგებლობენ 100%-იანი სახელმწიფო გრანტით

ელექტრონული რეგისტრაცია

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

2023-24 სასწავლო წლის სტიპენდიებზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2023 წლის 1-ელი ნოემბრის ჩათვლით.  

Საქართველოს Ბანკის Სტიპენდია Შიდა