GE

საქართველოს ჩემპიონატი

07 ივლისი 2013

დღეს თავისუფალმა უნივერსიტეტმა ინტელექტუალურ თამაშში Jeopardy საქართველოს ჩემპიოანტს უმასპინძლა. 

ჩემპიოანტში ოთხმოცამდე მოაზროვნემ მიიღო მონაწილეობა. პირველი ადგილი და საქართველოს ჩემპიონის წოდება ბროლის ბუს მფლობელმა გაგი გაბრიჭიძემ მოიპოვა. მეორე ადგილზე ინტელექტკლუბის რა? სად? როდის? მაგისტრი და კლუბის ყველა დროს ყველაზე ტიტულოვანი მოაზროვნე გიორგი ბაქრაძე გავიდა. მესამე ადგილი ირაკლი გუნიამ, ხოლო მეოთხე პოზიცია საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა - ნიკა აგლაძემ დაიკავა. 

მომავალ შაბათს, 13 ივლისს, თავისუფალი უნივერსიტეტი უმასპინძლებს საქართველოს ჩემპიოანტს თამაშში რა? სად? როდის?