საქართველოს ევროპული არჩევანი
19 დეკემბერი 2014
თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის, მომავალ დიპლომატთა კლუბის და ისტორიის კლუბის ორგანიზებით დანატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პარტნიორობით 19-21 დეკემბერს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ჩატარდებარიგით მეორე დიპლომატიური ვიქენდი. თემა: საქართველოს ევროპული არჩევანი.
კონფერენცია გაიხსნება 19 დეკემბერს, 16:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, საკონფერენციო დარბაზში.
კონფერენციას გახსნიან აზიისა და აფრიკის სკოლის დეკანი, თინათინ ქაროსანიძე და ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე გოცაძე.
გახსნის შემდეგ ლექციას წაიკითხავენ:
ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება (DCFTA) - თამუნა კოვზირიძე, ცოდნის ფონდის დირექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი.
საქართველოს ევროპული არჩევანი - გიგა ბოკერია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი.